რუანდაში პირველად აფრიკის კონტინენტზე, გამოიცადა ავტონომიური ელექტრონული აეროტაქსიEHang EH216-S, რომელსაც შეუძლია ვერტიკალური აფრენა და დაფრენა (eVTOL).

ინოვაციურ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია 100 მეტრამდე სიმაღლეზე ასვლა და განკუთვნილია ორი ადამიანის გადასაყვანად პილოტის მონაწილეობის გარეშე.

ტრანსპორტი ავითარებს სიჩქარეს 130 კმ/სთ-მდე და შეუძლია 35 კმ-მდე მანძილის დაფარვა. გარდა ამისა, მას მინიმალური ინფრასტრუქტურა ესაჭიროება, რაც მას იდეალურ გადაწყვეტად აქცევს მჭიდროდ დასახლებული ურბანული ტერიტორიებისთვის.

საცდელი ფრენა სიმბოლურად აყენებს რუანდას ისეთი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა დუბაი, პეკინი და პარიზი, სადაც მსგავსმა საფრენმა აპარატებმა უკვე გაიარეს ტესტირება.

„რუანდა აქტიურად აშენებს მომავალს, სადაც ჩვენი ქალაქები უკეთ იქნება დაკავშირებული, ხოლო ეკონომიკა უფრო დინამიკური გახდება ინოვაციური სატრანსპორტო გადაწყვეტილებების წყალობით“, – განაცხადა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჯიმი გასორემ.

პროექტი ხორციელდება China Road and Bridge Corporation (CRBC) და ჩინურ კომპანია EHang-თანპარტნიორობის ფარგლებში, რომელმაც უკვე გამოსცადა მსგავსი აპარატები აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

მიუხედავად იმისა, რომ აეროტაქსის სრულფასოვანი კომერციული გამოყენებისთვის რუანდამ ჯერ შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიმუშაოს, წარმატებული პირველი ფრენა გარდამტეხ მომენტად იქცა აფრიკისთვის ურბანული მობილობის განვითარების სფეროში.