რუანდაში დედაქალაქ კიგალის სამხრეთით 40 კილომეტრში დიდი აეროპორტის აშენებას აპირებენ. ტერმინალის ფართობი 130 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ტევადობა – 8 მილიონი მგზავრი წელიწადში 14 მილიონამდე ზრდის შესაძლებლობით. აეროპორტის მშენებლობის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

Qatar Airways-ი ახალი აეროპორტის 60%-ის მფლობელ იქნება. ის ასევე აპირებს რუანდის ფლაგმანურ გადამზიდავ RwandAir-ის 49%-ის წილის შეძენას, რაც მგზავრებს მსოფლიოს 65-ზე მეტ მიმართულებაზე აძლევს წვდომას.

”ამ ძალისხმევის მთავარი მიზანია რუანდა გახდეს აფრიკული ცენტრი, სადაც ყველა ჩამოვა როგორც ტურიზმისთვის, ასევე ბიზნესისთვის”, – თქვა Aviation Travel and Logistics Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟულ ნდენგამ. აღნიშნული კომპანია არის რუანდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც ზედამხედველობს მშენებლობას.

ახალი აეროპორტის გაჩენა ხელს შეუწყობს მარშრუტების ქსელის ფრაგმენტაციის კრიტიკული პრობლემის გადაჭრას: ამჟამად, აფრიკის მეზობელ ქვეყნებში მისასვლელად, მგზავრებმა უნდა განახორციელონ ტრანსფერები ევროპაში ან ახლო აღმოსავლეთში, განმარტავენ ექსპერტები.

”კონტინენტი დიდი და ვრცელია, მაგრამ მის შიგნით მოგზაურობა რთული და არაპროგნოზირებადი და ძალიან ძვირია”, – თქვა ივონ მანზი მაკოლომ, RwandAir-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შედეგად, აფრიკა, სადაც ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 16,75% – 1,4 მილიარდი ადამიანი, რომელიც გლობალური საჰაერო მოგზაურობის ბაზრის 4%-ზე ნაკლებს შეადგენს.