მგზავრების მომსახურების ასოციაციამ (APEX) თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს 5 ვარსკვლავი მიანიჭა. მგზავრებმა მსოფლიოს მასშტაბით 5 კატეგორიის მიხედვით 600-მდე ავიაკომპანია შეაფასეს. 2003 წლისთვის  Turkish Airlines-ის ავიაპარკში 65 თვითმფრინავი იყო. დღეს კი ავიაკომპანია 126 ქვეყანას აკავშირებს და 343 საჰაერო ხომალდს ფლობს.

APEX-ში აცხადებენ, რომ Turkish Airlines-ი იმსახურებს, რომ 2020 წლისთვის გლობალური, 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის ტიტულის მატარებელი იყოს. APEX-ის ჯილდოს შესახებ ლოს ანჟელესში, ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტების თანდასწრებით გაჟღერდა.

როგორც ირკვევა მგზავრებმა ავიაკომპანიები შემდეგი კატეგორიის მიხედვით შეაფასეს: კომფორტული სავარძლები, სალონში მომსახურეობის ხარისხი, საკვები და სასმელი, გართობა და  Wi-Fi.

შეგახსენებთ, რომ Turkish Airlines-ი ბაზარზე 1993 წელს გამოჩნდა. იმ დროისათვის ავიაკომპანიის პარკი სულ 5 თვითმფრინავს აერთიანებდა, დღეს კი მისი ავიაპარკი 343 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ავიაგადამზიდავი რეისებს 315 დანიშნულების ადგილის მიმართულებით ახორციელებს.