უკრაინული კომპანია Antonov გერმანიაში, კერძოდ ლაიფციგის აეროპორტში, საკუთარი ანგარის მშენებლობას იწყებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის განვითარებაში, მას შემდეგ, რაც რუსული აგრესიის გამო, მათ იძულებით დატოვეს სამშობლო.

როგორც ცნობილია, ანგარის ფართობი 24 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და მისი მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. აქ განთავსდება Antonov-ის სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინიდან გადმოიყვანეს გერმანიაში. ამჟამად, კომპანიის ექვსივე თვითმფრინავი „ან-124“, რომელიც „რუსლანის“ სახელით არის ცნობილი, ლაიფციგშია განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრის შედეგად, განადგურდა მსოფლიოში უდიდესი სატვირთო თვითმფრინავი Antonov AN-225 Mriya. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების თანახმად, თვითმფრინავის გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა Antonov-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ არ გასცა შესაბამისი ბრძანება და იგნორირება გაუკეთა ხელქვეითების წინადადებებს.

მიუხედავად ამ ტრაგედიისა, Antonov  აგრძელებს განვითარებას. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ Boeing-თან წინასწარი შეთანხმება გააფორმა, რომელიც უკრაინისთვის ერთობლივი უპილოტო სისტემების წარმოებას ითვალისწინებს.

ახალი ანგარის მშენებლობა კი, კომპანია Antonov-ის და ლაიფციგის აეროპორტს შორის, გრძელვადიანი თანამშრომლობის დასტურია.