უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ავიაკომპანია Antonov Airlines-მა განაცხადა, რომ გოსტომელის აეროდრომის ნაცვლად გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ახალ ბაზას მოაწყობს და სწორედ იქ გადაიყვანს პერსონალს, გადაიტანს სპეციალურ აღჭურვილობას, რათა თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურება ახალ ადგილზე შეძლოს.
ახლა Antonov Airlines-ს ჰყავს მხოლოდ 5 “რუსლანი”, ამ ფლოტმა, გეგმის მიხედვით, მომდევნო 12 თვეში 385 ფრენა და 1270 დაშვება უნდა შეასრულოს.