თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, ანტალიის აეროპორტმა 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 39 მილიონ 221 ათას 157 მგზავრსმოემსახურა. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგიონის უდიდეს ტურისტულ პოტენციალს.

მგზავრთნაკადის უდიდესი ნაწილი — 32,8 მილიონი — საერთაშორისო რეისებზე მოდის, რაც 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.

შიდა ხაზებზე მგზავრთა რაოდენობამ 6,4 მილიონი შეადგინა.

წლის განმავლობაში აეროპორტში 234,457 აფრენა-დაფრენა დაფიქსირდა.

ანტალიის აეროპორტში მიმდინარე მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა (ახალი ტერმინალები და ასაფრენი ბილიკები) საშუალება მისცა აეროპორტს, მიეღო გაცილებით მეტი რეისი შეფერხებების გარეშე. 

ანტალია აღარ არის მხოლოდ „საზაფხულო“ მიმართულება. ზამთრისა და საგაზაფხულო ტურიზმის განვითარებამ მგზავრთნაკადი მთელ წელზე გადაანაწილა.

გაიზარდა როგორც დაბალბიუჯეტიანი (SunExpress, Pegasus), ისე ჩარტერული რეისების რაოდენობა ევროპიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან.

ანტალიის აეროპორტი სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ევროპის TOP 10 ყველაზე დატვირთულ აეროპორტს შორის საერთაშორისო მგზავრების რაოდენობის მიხედვით. ის თურქეთში მხოლოდ სტამბოლის აეროპორტს ჩამორჩება.