თურქეთის პრეზიდენტმა ანტალიაში ახალი აეროპორტის მშენებლობა დაანონსა, რომელიც ანტალიისათვის რიგით მესამე აეროპორტი იქნება.
„ჩვენ ანტალიაში რიგით მესამე აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დავიწყეთ. ვიმედოვნებთ, რომ სამშენებლო სამუშაოები 2022 წლისთვის დასრულდება“, განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეისათვის ანტალიის პროვინცია 2 აეროპორტს აერთიანებს, საიდანაც ერთ უშუალოდ ქალაქ ანტალიას მახლობლადაა, ხოლო მეორე ალანიაში.