ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ფაქტი, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი თვითმფრინავები ჰყავთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთი მათგანი მას თავად მართავს კიდევაც!
✅ მას შემდეგ რაც ტომ კრუზმა მფრინავის როლი შეასრულა, ფილმში Top Gun, გადაწყვიტა თვითმფრინავის მართვა რეალურადაც ესწავლა, პილოტის ლიცენზია კრუზმა შორეულ 1994 წელს მოიპოვა და ახლა მის მფლობელობაშია საბრძოლო Gulfstream GIV и P-51 Mustang-ი.
✅ ჰილარი სუონკს რაც შეეხება, მას მფრინავობა მას შემდეგ მოუნდა, რაც 1937 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული ლეგენდარული მფრინავი ქალი – ამელია ეკჰარტი განასახიერა..
✅ ცნობილ ადამიანებს შორის ჯონ ტრავოლტა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პილოტია: 5 თვითმფრინავი ჰყავს, მათ შორის, „ბოინგი“! ტრავოლტა ხუთივეს თავად მართავს, სახლთან ასაფრენი ბილიკიც კი აქვს აშენებული.
✅ ანჯელინა ჯოლი 2004 წლიდან პირადი პილოტის ლიცენზიის ფლობს, მას Cirrus SR22 მოდელის თვითმფრინავი ჰყავს, რომელსაც წარმატებით მართავს.
✅ მას არ ჩამოუვარდება არც ულამაზესი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომელმაც ვერტმფრენის მართვა ორსულობისას ისწავლა!
✅ ჰარისონ ფორდი ვერტმფრენის ლიცენზიასაც ფლობს და თვითმფრინავისაც, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ფორდი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არ დაფრინავს, ის ხშირად მონაწილეობს დაკარგული ტურისტების სამძებრო ოპერაციებში!
✅ არ შეიძლება არ გაგაოცოთ მორგან ფრიმანის მონდომებამ, მან თვითმფრინავის მართვა 65 წლის ასაკში ისწავლა, რითაც ყველას დაუმტკიცა, რომ ოცნებების ასრულება გვიანი არასდროს არ არის! ამჟამად მორგანი რამდენიმე თვითმფრინავს ფლობს, ერთ-ერთი Cessna-ა, რომელზეც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მომავალი მფრინავები პირველ ფრენას ახორციელებენ და აუცილებელ 150 საფრენ საათს აგროვებენ.

#გახდიავიატორი

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი