ანგოლაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ანტონიო აგოსტინიო ნეტოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ლუანდადან 40 კილომეტრში მდებარეობს. ის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჟოაო ლოურენსომ გახსნა. თავდაპირველად, ობიექტის გაშვება 2017 წელს იგეგმებოდა.
ახალი აეროპორტის ინფრასტრუქტურა 2,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. აეროპორტი ასევე ეტაპობრივად ჩაანაცვლებს კუატრო დე ფევერეიროს აეროპორტს, რომელიც არაკომერციულ რეისების მიღებაზე გადავა.
ახალი აეროპორტიდან 2024 წლის თებერვლამდე სატვირთო რეისების განხორციელება დაიწყება, შემდეგ დაიწყება შიდა რეისები, ხოლო 2024 წლის ივნისიდან საერთაშორისო რეისები.
აეროპორტი, რომელიც მოიცავს 1324 ჰექტარს, შეძლებს მოემსახუროს 15 მილიონ მგზავრს წელიწადში და აერთიანებს ორ პარალელურ ასაფრენ/დასაფრენ ბილიკს, რომელსაც შეუძლია Boeing 747 და Airbus A380 თვითმფრინავების მიღება.