თურქეთის მდიდარმა და მრავალფეროვანმა ფლორა-ფაუნამ დიდი გავლენა მოახდინა თურქული სამზარეულოს მრავალწლიან კულინარიულ ტრადიციებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანატოლიის რეგიონის თაფლი, რომელიც გემოთი და ფერით ყველა სხვა თაფლისგან განსხვავებულია. იგი თურქულ სუფრებზე დესერტის სახით აუცილებლად დაგხვდებათ.

დატჩას ფიჭვისა და ნუშის თაფლი

აღსანიშნავია დატჩას ნახევარკუნძული, რომელიც ეგეოსის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. პლაჟები, სუფთა ჰაერი, ქვაფენილიანი ქუჩები, ლურჯი ზღვა და მწვანე ბუნება – ესაა ის, რაც დატჩას კურორტს ახასიათებს. ამასთან აქ მოჰყავთ ფიჭვისა და ნუშის ორგანული თაფლი, რომელიც რეგიონისთვის ერთის მხრივ, უდიდესი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ცხადია, აქ მოყვანილი საკვების უნიკალურობას ადგილობრივი ფლორა განაპირობებს. კონკრეტულად დატჩას თაფლი კი არის საშუალოდ ტკბილი და მას ფიჭვისა და ნუშის ხის საოცარი სურნელი გასდევს. ამასთან დატჩაში შეძლებთ დააგემოვნოთ ზღვის შესანიშნავი პროდუქტები.

ანზერის პლატოს თაფლი

ანზერის თაფლი იწარმოება ანზერის პლატოზე. პლატოს გააჩნია უნიკალური კლიმატი და ველური ყვავილების ფლორა. ამ რეგიონში 450-500 ჯიშის ყვავილი იზრდება, სადაც უმეტესობა ენდემურია. ამ ყვავილებიდან ფუტკრების მიერ შეგროვებულ თაფლს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც კურნავს ნებისმიერ უამრავ დაავადებას. ანზერის თაფლი (Anzer Honey), რომელსაც აქვს შესანიშნავი გემო, აქვს მრავალი სასარგებლო თვისება.

 

ერზრუმის თაფლები მაღალი პროლინით

შავი ზღვის სამხრეთით მდებარეობს ქალაქი ერზრუმი, ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება. ეს მშვენიერი ქალაქი გვთავაზობს ისტორიისა და ბუნების საუკეთესო შერწყმას, რომელიც საოცარ კულტურულ ადგილებსა და ულამაზეს ბუნებას მოიცავს. ამას გარდა, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს თაფლის წარმოების ცენტრს. კარაიზი და პალანდოკენი არის უბნები, რომლებიც გამოირჩევიან უგემრიელესი ორგანული თაფლის წარმოებით. აქ ნახავთ „გევენისა“ და „კარაიზის“ სახეობის თაფლებს, რომლებიც უამრავ ორგანულ ნივთიერებას შეიცავს.

ყარსის თაფლი

ყარსი არის ტურისტული Eastern Express-ის ბოლო გაჩერება, სადაც 1600-ზე მეტი სახეობის მცენარეა წარმოდგენილი. აქედან უამრავი სახეობა არის ენდემური. ყარსის თაფლი განთქმულია თავისი არომატითა და წარმოების საინტერესო მეთოდებით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თაფლის წარმოების ტრადიცია საუკუნეებია გრძელდება. ზოგადად, ყარსის კულინარიული მრავალფეროვნების გასაცნობად აუცილებლად უნდა ეწვიოთ ყარსის ყველის მუზეუმს (Kars Peynir Müzesi), რომელიც ისტორიული სუვარის ბასტიონში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ყარსი მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთ უნიკალურ უძველეს ქალაქ ანისთან, რომლსი მონახულებაც მატარებლით მოგზაურობის დროს შეგიძლიათ.