თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet-ი სტამბოლიდან (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფრენებს 2 ივნისიდან იწყებს.

AnadoluJet-ის მხრიდან სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “საბიჰა გოქჩენი-ბუდაპეშტის ხაზი იხსნება. ჩვენი ფრენები საბიჰა გოქჩენი-ბუდაპეშტი 2 ივნისიდან დაიწყება. შეიძინეთ ბილეთები ჩვენი ფრენებისთვის, რომლებიც შესრულდება კვირაში 3 დღე (ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა)”.