თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა განაცხადა, მიმდინარე წლიდან, მისი შვილობილი AnadoluJet-ი საერთაშორისო ავიარეისებს სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდანაც განახორციელებს. 

უკვე გაწერილი გრაფიკის მიხედვით, AnadoluJet-ი საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელებას ზაფხულის სეზონიდან შეუდგება. 

შეგახსენებთ, რომ საბიჰა გოგჩენის აეროპორტი (Sabiha Gökçen) სტამბოლის სიდიდით მეორე აეროპორტია. ის 2019 წელს საერთაშორისო რეისებზე 14.1 მლნ მგზავრს მოემსახურა. 

რაც შეეხება AnadoluJet-ს, ის Turkish Airlines-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ანკარას აეროპორტშია ბაზირებული. AnadoluJet-ი 2008 წლის 23 აპრილს შეიქმნა.