ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტი ინფრასტრუქტურის განახლებაში, რეკორდული, 6 მილიარდი ევროს ინვესტიციას ახორციელებს.
რეკონსტრუქცია მოიცავს შენობის განახლებას, ხმის იზოლაციის გაუმჯობესებას, ასევე ახალი ბარგის განყოფილებების შექმნას.
„ნიდერლანდების უმსხვილესი აეროპორტი სხიპოლი გეგმავს რეკორდული თანხის 6 მილიარდი ევროს ინვესტირებას ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაში“, – ამის შესახებ აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.
განმარტავენ, რომ დაგეგმილ რეკონსტრუქციას საკვანძო ადგილი უჭირავს აეროპორტის 2024-2029 წლების საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გახდა აეროპორტის „ისტორიაში ყველაზე დიდი“. რეკონსტრუქცია მოიცავს, კერძოდ, როგორც მგზავრებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის განკუთვნილი შენობების განახლებას, ხმის იზოლაციის გაუმჯობესებას, ასევე ახალი ბარგის განყოფილებების შექმნას.
„კარგი ინფრასტრუქტურა არის ჩვენი მგზავრების გამოცდილების საფუძველი, მაგრამ ამჟამად ის შორს არის იმისგან, რისი ხილვაც გვინდა ნიდერლანდების მაღალი ხარისხის აეროპორტებში“, განმარტავს სხიპოლის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ვან ოორდი. მისი თქმით, აეროპორტის მენეჯმენტი ასევე ცდილობს შეამციროს თავისი საქმიანობის უარყოფითი გავლენა გარემოზე და გააუმჯობესოს თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები.
სხიპოლის აეროპორტი მდებარეობს ამსტერდამის სიახლოვეს და ფუნქციონირებს 1916 წლიდან. ის ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს სიდიდის მიხედვით და მესამე ადგილზე სამგზავრო ტრაფიკის მიხედვით.