ამსტერდამი Schiphol-ის აეროპორტში ღამის ფრენების აკრძალვას გეგმავს. მუნიციპალიტეტი ასევე ითხოვს ფრენების რაოდენობის 9%-ით შემცირებას. ეს ყველაფერი მშვიდი და სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად.
ამსტერდამი მთავრობას მოუწოდებს, აკრძალოს ფრენები 23 საათიდან 07 საათამდე და შეამციროს სხვა ფრენები. ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ქალაქის სტრატეგიასთან, რომლის მთავარი მიზანია, რომ ქალაქი უფრო მოსახერხებელი გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
თავად აეროპორტმა მხარი დაუჭირა ღამის ფრენების აკრძალვას. თუმცა, მენეჯმენტი შეშფოთებულია, რომ ფრენების მკვეთრი შემცირება დაასრულებს აეროპორტის საერთაშორისო სტატუსს.