ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა  Cathay Pacific კოპმანიასთან ერთად სახის ამომცნობი მოწყობილობების ტესტირება დაიწყო მგზავრების თვითმფრინავში ჩასხდომის დროს.

მუშაობის სქემა შემდეგია: რეისზე დარეგისტრირებული მგზავრი თავის პასპორტს, ჩასასხდომ ბარათს და სახეს სპეციალურ კიოსკში ასკანერებს, რის შემდეგაც უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლს გადის. თვითმფრინავში ჩასხდომამდე სახე კვლავ სკანირდება, თუ იგი ბაზის მონაცემებს ემთხვევა, სისტემა მგზავრს ბორტზე დაუშვებს.

ამგვარად, მგზავრებს პასპორტებისა და ჩასასხდომი ბარათების განმეორებით წარმოდგენა აღარ მოუწევთ. წარმატებული ტესტირების შემთხვევაში, სხიპჰოლის აეროპორტმა  სისტემა შესაძლოა მუდმივ საფუძველზე დანერგოს.

წყარო: aviabiletebi.org