2024 წელს ამსტერდამი ტურისტულ გადასახადს გაზრდის. „ეს საშუალებას მოგვცემს დავფაროთ ქალაქის განვითარების დამატებითი ხარჯები“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ნიდერლანდების დედაქალაქში საკრუიზო გემით ჩასული დღიური გადასახადი გაიზრდება 8 ევროდან 11 ევრომდე, ან 8,5 აშშ დოლარიდან 11,6 დოლარამდე, ხოლო ღამისთევის საფასური, რომელიც შედის სასტუმროს ნომრის ღირებულებაში, გაიზრდება მისი ფასის 12,5%-მდე.
ბოლო წლებში ამსტერდამი სხვადასხვა ღონისძიებების გატარებით ცდილობდა ტურისტულ ნაკადებთან ბრძოლას, მათ შორის საკრუიზო გემების ჩამოსვლის შეზღუდვით.
DutchNews-ის ცნობით, გადასახადების გაზრდით, ამსტერდამი გახდება ევროკავშირის ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადის მქონე ქალაქი. ეს ასევე მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.