AMS Airlines LLC-ის განმარტებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2018 წლის 14 დეკემბერს ღია საბჭოზე განიხილა 30 სექტემბერს „P.S.”-ის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა მიხეილ სესიაშვილმა და ეხებოდა შ.პ.ს. „ამს ეარლაინზს“, მის მიერ განხორციელებულ ფრენებსა და შესაბამის ნებათვებსა თუ ლიცენზიებს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა მიხეილ სესიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ “რუსთავი 2-ის” და მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იგივე თემაზე იყო არასწორი და მიზნად ისახავდა კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შებღალვას.
“ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, რომ ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ AMS Airlines LLC-ის დამფუძნებლები არ არიან ბრალდებულები რაიმე სახის ფინანსურ დანაშაულში თუ ფინანსურ მაქინაციებში,
რუსთავი 2-ის ეთერში AMS Airlines LLC-ის შესახებ, სიუჟეტის გასვლის მომენტისათვის და არც მის შემდგომ ავიაკომპანია არ ახორციელებდა ფრენებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით,
დღეის მდგომარეობით AMS Airlines LLC-ს გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ნებართვა შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურების განსახორციელებლად.
AMS Airlines LLC-ი გმობს ყოველივე ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას, კომპანიისა და ქართული ავიაციის სახელის შელახვასა და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას”, განმარტავენ AMS Airlines LLC-ში.