ამოუცნობი ობიექტი სტამბოლის საჰაერო სივრცეში. რამდენიმე დღის წინ პილოტებმა საბიჰაგოკჩენის აეროპორტში პილოტებმა განაცხადეს, რომ საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი იყო. ირკვევა, რომ შეჯახების თავიდან აცილების სისტემამ (TCAS) ამოუცნობი ტრაფიკი აღმოაჩინა, რომელიც რამდენიმე თვითმფრინავის მიერ დაფიქსირდა.
რა არის ცნობილი?
• პილოტები ვარაუდობდნენ, რომ სიგნალი შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დრონით ან სხვა თვითმფრინავით.
• განგაშის სიგნალი დაფიქსირდა სხვადასხვა სიმაღლეზე, 300 და 500 ფუტის ჩათვლით.
• მსგავსი სიგნალები მიღებულ იქნა სხვადასხვა თვითმფრინავიდან მთელი დღის განმავლობაში.
შემთხვევის ადგილზე სანაპირო დაცვა და საავიაციო სამსახურები ტერიტორიის შესამოწმებლად გაგზავნეს. სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, არცერთი ამოუცნობი ობიექტი, ან სიგნალის წყარო აღმოჩენილი არ არის.

პილოტები აგრძელებენ დაუდგენელ ობიექტებზე დაკვირვებას და მოხსენებას. ფენომენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.