უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის გაშვებას 2018 წლის დეკემბრიდან ვარაუდობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უწყების ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ომელიანმა გააკეთა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა წინასწარ გაწერილ ვადებში მოესწრება.

„ჩვენ ვარაუდობთ, რომ დროში ყველა პირობა იქნება დაკმაყოფილებული და 1-ელი დეკემბრიდან მაგისტრალი გაეშვება. ვიმედოვნებთ რომ ის ბორისპოლის მგზავრებში დიდი პოპულარულობით ისარგებლებს“, განაცხადა ომელიანმა.