ამერიკული ავიახაზები მილიარდობით დოლარს შოულობენ დამატებითი სერვისებისთვის, როგორიცაა მაგალითად სალონში კონკრეტული ადგილის არჩევა. CNN-ის ცნობით, ასეთი მონაცემები მოცემულია აშშ-ს სენატის გამოძიების მუდმივი ქვეკომიტეტის ანგარიშში.

2018 წლიდან 2023 წლამდე აშშ-ის ხუთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ 12 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა მხოლოდ ადგილების შერჩევით. ეს არის ფუნქცია, რომელიც ადრე ბილეთის ფასში შედიოდა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია თანამშრომლებს ფულად ჯილდოსაც კი უხდის იმ მგზავრების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ ხელბარგის საფასურს.