Envoy Airlines-ის Embraer E175-მა (ადგილობრივი ფრენები American Air-ისთვის American Eagle ბრენდის ქვეშ) ძლიერ ტურბულენტულ ზონაში მოხვედრის შემდეგ მარჯვენა ფრთის ნაწილი დაკარგა.

თვითმფრინავი ჩარლსტონიდან (CHS/KCSH) დალასში (DFW/KDFW) მიფრინავდა. ინციდენტის შედეგად მას ბირმინგემის აეროპორტში (BHM/KBHM) ავარიული დაშვება მოუწია.

ეს ბოლო დღეებში უკვე მეორე ინციდენტია, როდესაც თვითმფრინავი ძლიერი ტურბულენტობის ზონაში მოხვდა. რამდენიმე დღის წინ ინდური ავიაკომპანია SpiceJet-ის Boeing 737-800 მუმბაიდან ფრენისას მძიმე ტურბულენტობაში მოყვა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული მგზავრი დაშავდა.

როგორ გამოიყურებოდა ამ Embraer-ის დაზიანებული ფრთა, იხილეთ ფოტოები: