ამერიკულმა ავიაკომპანია American Airlines-მა 2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ გაყიდვების ახალი სტრატეგიის წყალობით ასევე გაზარდა წლის მოგების პროგნოზი. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ ისომმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში განხორციელებული ცვლილებები იწყებს პოზიტიურ გავლენას.

American Airlines-ის პროგნოზით, მეოთხე კვარტლის მოგება ერთ აქციაზე 25 ცენტიდან 50 ცენტამდეა, რაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს – 29 ცენტრს ბევრად აღემატება.

2024 წლისთვის ავიაკომპანია მოელის, რომ კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე 1,60 აშშ დოლარს მიაღწევს, მაშინ როცა წინა პროგნოზი 1,30 აშშ დოლარი იყო. ეს გაუმჯობესებული მოლოდინები მას შემდეგ გაჩნდა, რაც American Airlines-მა შეცვალა გაყიდვების სტრატეგია პირდაპირი ჯავშნებისგაზრდაზე ფოკუსირებისთვის, რამაც თავდაპირველად სირთულეები გამოიწვია.

2024 წლის მაისში, პრობლემების წინაშე მყოფმა კომპანიამ გაათავისუფლა მისი მთავარი კომერციული ოფიცერი და გააუქმა გაყიდვების მოდელის დიდი ნაწილი, დაუბრუნდა უფრო ტრადიციულ სტრატეგიას.

LSEG-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, ავიაკომპანიის კორექტირებულმა მოგებამ 30 ცენტი აქციაზე გადააჭარბა 16 ცენტის მოლოდინს.საანგარიშო პერიოდში American Airlines-ისშემოსავალი გაიზარდა 1.2%-ით და რეკორდულ 13.65 მილიარდ დოლარს მიაღწია.

თუმცა, კომპანიამ დააფიქსირა 149 მილიონი დოლარის წმინდა ზარალი, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა წელს დაფიქსირებულ 545 მლნ დოლარიან ზარალზე. ამასთან, კომპანიის ზოგიერთი განყოფილების მომგებიანობა 2%-ით შემცირდა.

მიუხედავად მოგების ოპტიმისტური პერსპექტივისა, American Airlines ელოდება, რომ მეოთხე კვარტლის შემოსავალი თავის განყოფილებებში შემცირდება 1%-დან 3%-მდე წელიწადში, თუმცა წარმოების მოცულობა გაიზრდება 3%-ით. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია მოთხოვნის ცვლილებით და ახალ პირობებთან ადაპტაციის აუცილებლობით.