American Airlines Group-მა 2024 წლის პირველი კვარტალი წმინდა ზარალით დაასრულა, თუმცა მისი შემოსავალი იანვარ-მარტში რეკორდული იყო.
როგორც აღინიშნა, წმინდა ზარალმა გასულ კვარტალში შეადგინა 312 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0,48 აშშ დოლარი თითო აქციაზე, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 10 მილიონი დოლარის, ანუ 0,02 დოლარის წმინდა შემოსავალთან შედარებით.
აღნიშნულ მაჩვენებლებში შედის 86 მილიონი აშშ დოლარის ერთჯერადი ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან.
ზარალმა ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შეადგინა 0,34 აშშ დოლარი თითო აქციაზე.
American Airlines-ის კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 3,1%-ით და 12,57 მილიარდი დოლარი შეადგინა.