ამერიკულმა ავიაკომპანიამ American Airlines-მა 12 წლის ბავშვი დაკარგა, რომელიც მშობლების გარეშე მგზავრობდა.

ინციდენტის შესახებ გოგონას დედამ TikTok-ის საკუთარ გვერდზე ისაუბრა. ამერიკელი მონიკა გილიამის თქმით, მან ქალიშვილი მამასთან შესახვედრად მარტო გაგზავნა American Airlines-ის ჩატანუგა-მაიამის რეისით გაგზავნა და  არასრულწლოვანთა ბადრაგის მომსახურებისთვის დამატებით 150 დოლარიც გადაიხადა.

თუმცა, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი მაიამიში დაეშვა, American Airlines-ის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ქალს და განაცხადეს, რომ ბავშვი “დაკარგული იყო”. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოზარდი ეკიპაჟის წევრებს დაემშვიდობა და თვითმფრინავი თვითონ დატოვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გოგონა მარტო ტრიალებდა აეროპორტში, არ იცოდა სად წასულიყო.  შემდეგ ის მოგვიანებით დაუკავშირდა მამას FaceTime-ის საშუალებით და შეძლო ტერმინალის დატოვება.

გილიამის თქმით, ავიაკომპანიის თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ ბავშვის ბადრაგირება აეროპორტიდან სასურველ გასასვლელამდე.

“მე აღარ ვაპირებ American Airlines-ით ფრენას, რაც მათ გააკეთეს უპატიებელია”, – განაცხადა ამერიკელმა.

American Airlines-ის განმარტებით, კომპანია ინციდენტის გარემოებებს სწავლობს.