ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, საპირფარეშოს მწყობრიდან გამოსვლის ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის შესახებ პორტალი Simple Flying იტყობინება.
ირკვევა, რომ აფრენიდან ოთხნახევარი საათის შემდეგ ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ ბორტზე არცერთი საპირფარეშო არ მუშაობდა. შედეგად, პილოტმა გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავი არიზონას უდიდეს ქალას ფენიქსში დასვა.
დაშვების შემდეგ მექანიკოსებმა პრობლემა მოაგვარეს და თვითმფრინავმა გზის გაგრძელება შეძლო. ის ლოს-ანჯელესში დაგეგმილზე ორი საათით გვიან ჩავიდა. ბოდიშის ნიშნად ავიაკომპანიამ მგზავრებს 24 დოლარის ოდენობის კომპენსაცია შესთავაზა.
აპრილში საპირფარეშოებთან დაკავშირებით American Airlines-ის კიდევ ერთ რეისს შეექმნა პრობლემები.