ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ის მგზავრები, რომლებიც საერთაშორისო რეისებით მგზავრობენ, ამიერიდან პასპორტის სკანირებას ავიაკომპანიის მობილური პროგრამით განახორციელებენ. აღნიშნული პროცესის გავლის შემდეგ კი მგზავრს თავისუფლად შეუძლია ჩასხდომის დარბაზისკენ გაეშუროს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, სწორედ American Airlines-მა მოახერხა და საკუთარი კოლეგებისაგან განსხვავებით მგზავრებს ასეთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა.
”მობილურით პასპორტის სკანირება ბევრ შრომას აღმოფხვრის და მგზავრები საერთაშორისო რეისების სიმარტივით ისიამოვნებენ”, აცხადებს American Airlines-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი მაია ლეიბმანი.
როგორც ცნობილია, ბევრი ავიაკომპანია და აეროპორტი ცდილობს სარეგისტრაციო პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივოს და მგზავრებისთვის უფრო მეტად კომფორტული გახადოს. თუ კი ადრე მგზავრს რეგისტრაციის დახლთან უწევდა მისვლა სათანადო დოკუმენტაციით, ახლა ბევრ აეროპორტში შესაძლებელია თვითმომსახურეობით ისარგებლოს.