კომპანია Amazon-მა მიწოდების დრონების ტესტირება მას შემდეგ შეაჩერა, რაც გასულ თვეში ტესტირების დროს ორი მოდელი ჩამოვარდა. ეს არის მორიგი წარუმატებლობა Prime Air-ისთვის, რომელიც ათწლეულის ბოლომდე მომხმარებლისთვის 500 მლნ ამანათის დრონით მიწოდებას ისახავს მიზნად.
ირკვევა, რომ დეკემბერში პენდლეტონში, ორეგონის შტატში, წვიმიან ამინდში ფრენისას ორი თვითმფრინავი ჩამოვარდა. კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა სექტემბერში, როდესაც ოპერატორები აკვირდებოდნენ თუ როგორ იმუშავებდნენ დრონები, თუ ერთ-ერთი პროპელერი ჩავარდებოდა. ტესტირებისას ერთდროულად გამოიყენეს ორი დრონი, რის შედეგადაც ისინი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ Amazon შეაჩერებს დრონების გამოყენებას ტეხასსა და არიზონაში, სადაც კომერციული ოპერაციებისთვის კომპანიას საფრენი საშუალებები გააჩნია. ფრენები განახლდება დრონების პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ.
წლების განმავლობაში Prime Air მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა. თუმცა ბოლო პერიოდში Amazon-მა გადაწყვიტა დრონებით მიწოდების სერვისი აშშ-ს ფარგლებს გარეთაც აამოქმედოს.