J.P. Morgan Chase & Co-ს ექსპერტებმა ევროპული ქალაქების ახალი რეიტინგი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში ტურისტებში პოპულარობის პიკში უნდა იყოს. ამ რეიტინგის სათავეში ბრიუსელია
არსებული გათვლებით, ამ სეზონზე ბელგიის დედაქალაქმა შარშანდელთან შედარებით 73%-ით მეტი ტურისტი უნდა მიიღოს. რეიტინგში მეორე ადგილზე მიუნხენია, რომელიც ზაფხულში 63%-ით მეტ ტურისტს ელოდება.
TOP-10 ასე გამოიყურება:
ბრიუსელი (73%-ით მეტი ტურისტი),
მიუნხენი (63%)
ციურიხი (59%)
ვარშავა (55%)
ამსტერდამი (54%)
ვენა (53%)
შენონი (53%)
ზაგრები (51%)
პრაღა (49%)
ბუდაპეშტი (48%)
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოგზაურები სულ უფრო მეტად ირჩევენ არაპოპულარულ დასასვენებელ მიმართულებებს. მართალია, 2024 წლის ტოპ სიის დაახლოებით ნახევარი კვლავ ტურისტული ადგილების კლასიკოსები არიან – ბრიუსელი, ამსტერდამი, ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი.