წლის პოზიტიური ამბავიც ჩამოფრინდა, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მისი განმარტებით, საერთო ძალისხმევით და პანდემიის მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან Wizz Air-ი პირველ ბაზას აბრუნებს ქუთაისის განახლებულ აეროპორტში (+6 მიმართულებით).
“ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი”, წერს მარიამ ქვრივიშვილი.
ბაზის დაბრუნების პარალელურად კი Wizz Air-ი საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით ამატებს: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი შეასრულებს.