ალმატის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალი მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდება – ვადაზე ორი თვით ადრე. არსებული აეროპორტის ტერმინალი მხოლოდ შიდა ფრენებისთვის იქნება გამოყენებული.
ამჟამად, ახალ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 87%-ით არის დასრულებული, განაცხადა TAV Airports Holding-ის პრეზიდენტმა სერკან კაპტანმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმილოვთან შეხვედრაზე.
„ველოდებით, რომ ტერმინალის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთნაკადს, გააფართოებს ფრენების გეოგრაფიას და ასევე უზრუნველყოფს მეტროპოლისის მაცხოვრებლების და სტუმრების ხარისხიან მომსახურებას და კომფორტს“, – აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.
მოსალოდნელია, რომ ორივე ტერმინალი ერთად შეძლებს ყოველწლიურად 14 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას. გარდა ამისა, საჰაერო ნავსადგურის გავლით ტვირთბრუნვა 100 ათას ტონამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ალმატის ყაზახეთის ყველაზე დიდ აეროპორტს TAV Airports-ი ფლობს.