ალმათის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 11 მილიონზე მეტ მგზავრს ელის. აღნიშნულის შესახებ აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Kazakhstan-ის საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტმა, დაურენ კაბიევმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ გვყავს 9,5 მილიონი მგზავრი, ეს არის კარგი დინამიკა, ჩვენ უკვე 2021 წელს მივაღწიეთ პოსტ-პანდემიურ დონეს. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გეოპოლიტიკურმა ვითარებამაც, რამაც ხელი შეუწყო ნაკადების გადამისამართებას. ჩვენი პროგნოზებით, წელს 11 მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით“, – განაცხადა კაბიევმა.
მისივე თქმით, დაგეგმილია ასაფრენი ბილიკის განახლება და სატვირთო ტერმინალის განვითარება.
„ალმათი სამართლიანად არის ევრაზიის სატრანსპორტო კონტინენტის ცენტრი და აღსანიშნავია, რომ TAV-ის გუნდმა მიმართულებების რაოდენობა 38-დან 67-მდე გაზარდა. იგივე ფრენების რაოდენობაზე – 2019 წლიდან 64 ათასიდან 79 ათასამდე გაიზარდა საერთაშორისო მიმართულებები, ფრენების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში, ევროპაში, ჩვენ ნელ-ნელა ვხსნით ფრენებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. აშშ-ში პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტრაფიკის ზრდას“, – დასძინა კაბიევმა.