იაპონური ავიაგადამზიდავი All Nippon Airways-ი (ANA) რიგი ავიაკომპანიების მსგავსად, საკუთარ საჰაერო ხომალდებში, ერთჯერადი პლასტიკის გამოყენებაზე უარს აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან პლასტმასის საწრუპს ხის საწრუპი ჩაანაცვლებს. ხოლო მარტიდან, ეკონომ-კლასში ძირითადად ხის დანა-ჩანგალი იქნება გამოყენებული.
ANA ასევე ინტენსიურად მუშაობს CO2-ს შემცირებასა და ბიოსაწვავის გამოყენებაზე.