2012 წლიდან ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გრძელმაგისტრალური, Boeing 767-ით სარგებლობს, რომლის სარეგისტრაციო ნომერია EW-001PB.
საჰაერო ხომალდი, როდესაც პრეზიდენტისთვის შეიძინეს ახალი არ იყო. ბელორუსის ბორტი №1 2004 წელსაა გამოშვებული და ის მანამდე თურქემენთის მაშინდელ პრეზიდენტს საფარმურატ ნიაზოვს ემსახურებოდა. “თურქმენბაშის” (საფარმურატ ნიაზოვი) გარდაცვალების შემდეგ კი თვითმფრინავი სადგომზე იდგა. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა კი წინამორბედის თვითმფრინავით გადაადგილება აღარ ისურვა და ახალი შეიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ Boeing 767 1980-იან წლებში შეიქმნა, ის მაინც საკმაოდ გავრცელებული მოდელია საქალაქთაშორისო ავაგადაზიდვისთვის, რომელსაც ბორტზე 200-300 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი.
თავის დროზე კი თურქმენეთმა Boeing 767-თვის VIP-სალონი შეუკვეთა, რადგანაც ის პრეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი.
მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ბელორუსის საკუთრებაში გადავიდა, მისი სალონი კიდევ უფრო განაახლეს და გაათანამედროვეს.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თვითმფრავის შიდა კადრები youtube არხზე Stepan Nexta გამოქვეყნდა.