მაშველებმა ალასკაზე დაკარგული ავიაკომპანია Bering Air-ის თვითმფრინავი იპოვეს. ირკვევა, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია. უცხოური მედიის ცნობით, მაშველებმა თვითმფრინავი ზღვის ყინულზე, ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 55 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. თვითმფრინავში ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, თუმცა დანარჩენი 7 ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია, თუმცა ამ ეტაპზე თვითმფრინავის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება.
აშშ-ში, ალასკაზე Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 9 მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა, რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.