Alaska Air Group-მა რომ Hawaiian Holdings-ის შეძენის შესახებ განაცხადა. კომპანიებმა საბოლოო შეთანხმება უკვე გააფორმეს. Alaska Airlines-ი Hawaiian Airlines-ს დაახლოებით 1,9 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს, რაც თითო აქციაზე18 დოლარს უტოლდება. ტრანზაქციის ფასში შედის Hawaiian Airlines-ის 0,9 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა დავალიანება.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ Alaska Airlines-ისა და Hawaiian Airlines-ის ბრენდები შენარჩუნდება, მაგრამ იქნება „ინტეგრირებული ერთ საოპერაციო პლატფორმაში“.
ჰონოლულუ იქნება კომბინირებული ავიაკომპანიის მთავარი კერა, გაფართოებული სერვისით ჰავაის და კონტინენტური შეერთებული შტატების მაცხოვრებლებისთვის და ახალი ფრენების შექმნით აზიისა და წყნარი ოკეანის მიმართულებით შეერთებული შტატების გავლით მოგზაურთათვის. თუმცა გაერთიანებული კომპანია დაფუძნებული იქნება სიეტლში Alaska Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორის ბენ მინიკუჩის ხელმძღვანელობით.
ტრანზაქცია ექვემდებარება მარეგულირებელის მიერ დამტკიცებას და ასევე Hawaiian Holdings-ის აქციონერთა დამტკიცებას, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის პირველ კვარტალში მოხდება. გარიგება, Alaska Air-ის ცნობით, 12-18 თვეში დაიხურება.