თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) მხრიდან შემუშავებული, უპილოტო საფრენი აპარატის AKSUNGUR-ისთვის, რომელიც გათვლილია, ჰაერში საშუალო სიმაღლეზე ხანგრძლივი ყოფნისთვის, სამოქალაქო საბაზო სადგურზე ინტეგრირებულ იქნა.
TUSAŞ-ი თავის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ AKSUNGUR-ის უპილოტო საფრენ აპარატს ახალი შესაძლებლობები მიენიჭა. პირველად, უწყვეტი მობილური ტელეფონის ზარები განხორციელდა პლატფორმაში ინტეგრირებულ სამოქალაქო საბაზო სადგურზე, რომელსაც აქვს ტვირთამწეობა 750 კილოგრამი.
ამავე ინფორმაციით, ამ შესაძლებლობის წყალობით, AKSUNGUR-ს შეეძლება ისეთ ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა, როგორიცაა, კატასტროფა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა, ასევე კვლევითი და სათვალთვალო საქმიანობა.
AKSUNGUR-ს რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი ოპერაციების შესრულება 40 ათასი ფუტის სიმაღლეზე, ჰაერში 50 საათის განმავლობაში დარჩენის რეკორდიც გააჩნია.