ახალი სერვისი Ryanair-ის მგზავრებისთვის. ავიაკომპანია მგზავრებს, სახლიდან გაუსვლელად, ბარგის ზომების დადგენას სთავაზობს. ამიერიდან Ryanair-ის მგზავრები აეროპორტში მისვლამდე შეძლებენ დაადგინონ, აკმაყოფილებს თუ არა მათი ბარგის ზომა ავიაკომპანიის სტანდარტებს. Ryanair-ის მობილურ აპლიკაციას შესაბამისი ფუნქცია უკვე დაემატა, რომლის საშუალებითაც ბარგის სკანირება მოხდება და ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, მგზავრს დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.თუ კი მგზავრის ბარგის ზომა Ryanair-ის სტანდარტებში არ ჯდება, მაშინ ჩანთების ზომის გათვალისწინებით აპლიკაცია თავად ითვლის, თუ რა თანხის დამატება მოუწევს მგზავრს აღნიშნული ჩანთის ბორტზე ატანისთვის.