ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter-ი თანამშრომლებს ეძებს. როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, EASY Charter-ი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიებს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის და კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის.
EASY Charter-ში ვაკანსიაა შემდეგ თანამდებობებზე:
✅ ბიზნესის ადმინისტრირების,
✅ საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციისა და
საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებებით.
??? ენები: ქართული, ინგლისური და რუსული (მინიმუმ, საბაზისო დონეზე);
??? ანაზღაურება: განიხილება გასაუბრებაზე;
??? რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადა: 24 ივნისი;
როგორც უნივერსიტეტის მიერ დამამთავრებელი კურსის და კურსდამთავრებული სტუდენტებისთვისათვის გაკეთებულ შეთავაზებაშია აღნიშნული, დაინტერესების შემთხვევაში, პირებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: a.dosmishvili@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ფაკულტეტის დასახელება).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.
ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე EASY Charter-ის საკუთრებაში ერთი ერთეული Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო პერსონალით არის დაკომპლექტებული. ავიაკომპანია განახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ავიაგადაზიდვებს.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოში სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა. სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ კარგო გადაზიდვებს. აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად არის ჩართული ქართული სატვირთო ავიაკომპანია „Geo Sky”.
ახალი ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესი და მისი ფინანსური მდგომარეობის შეფასება სააგენტოს მიერ წარიმართა შეუფერხებლად, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად.