EU Visa Free მობილური აპლიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი საინფორმაციო პლატფორმაა. პროექტი განხორციელდა ICMPD- ის მხარდაჭერით

აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის წესებისა და პირობების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას (მათ შორის, COVID-19-თან დაკავშრებულ რეგულაციებს)

ინტეგრირებული კალენდარი ემსახურება 180 დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღიანი მოგზაურობის დარჩენილი დღეების დაანგარიშებას აპლიკაცია, მოქალაქეებს, ასევე, აძლევს საშუალებას:

შეინახონ/გააზიარონ ევროკავშირის/შენგენის ზონაში განხორციელებული მოგზაურობის ისტორია და შესაბამისი ფუნქციონალით დააგენერირონ მოგზაურობის რუკა;

არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაგეგმონ სამომავლო ვიზიტები;

გაეცნონ უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;

გაეცნონ COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლის მიმდინარე წესებს;

შეტყობინების სახით, მიიღონ ინფორმაცია რეგულაციების ცვლილების შემთხვევაში;

მიიღონ თითოეულ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგნელობის საკონტაქტო და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.

Google Play: https://bit.ly/3tGHhwZ

Apple Store: https://apple.co/3lkR8oo