აჭარის პოპულარიზაციაში ადგილობრივი ხელოვანები ჩაერთვნენ. რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ და ოპერატორმა გიორგი შქუბულიანმა აჭარის საიმიჯო კლიპი დაამზადეს და სოციალურ პლატფორმებზე განათავსეს.
საიმიჯო ვიდეო რგოლი ასახავს აჭარის ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და ტრადიციებს. საიმიჯო ვიდეო რგოლი ხელოვანებმა საკუთარი სახსრებით დაამზადეს. გადაღებაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი მოქალაქეები, ოპერატორები და მემონტაჟეები.
მუსიკალური გაფორმების ავტორია ამირან დიასამიძე.
“სრულიად სპონტანურად დავიწყეთ კლიპის გადაღება, გვინდოდა გვეჩვენებინა რეგიონის სიმბოლოები, სახასიათო სახეები, აქტივობები. შევეცადეთ ყველა მიმართულება მოგვეცვა და რაც მთავარია, შეგვექმნა განწყობა თუ რა არის აჭარა ადგილობრივებისთვის და რას უნდა ელოდნენ სტუმრები ჩვენგან. ეს არის ჩვენი საჩუქარი აჭარის მოსახლეობას.” – საიმიჯო ამბობს რგოლის რეჟისორი, ზვიად სირაბიძე. შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ ვიდეო რგოლის ნახვით ბევრი მოინდომებს აჭარაში ჩამოსვლას და ამით ხელს შეუწყობენ ტურიზმის განვითარებას.