რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ნოვოსიბირსკი-ბათუმი-ნოვისიბირსკის საჰაერო ხაზზე S7 Airlines-ი 5 ივნისიდან დაიწყებს და ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, Airbus A320neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. ფრენების დაწყების შემდეგ, ბათუმი ნოვოსიბირსკისთვის მეორე ქართული ქალაქი იქნება, სადაც პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ნოვოსიბირსკიდან თბილისის მიმართულებით ფრენები, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად, 2017 წლის 29 აპრილიდან განახლდა.