Deloitte-მა Google-თან ერთად ახალი კვლევა ჩაატარა. კორპორაციებმა 2040 წლამდე ტურიზმის განვითარების პრესპექტივები შეისწავლეს. 2040 წელს ესპანეთი შეიძლება გახდეს ყველაზე მონახილებადი ქვეყანა.
კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის 2,4 მილიარდი ადამიანი იმოგზაურებს. 74% ევროპისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს აირჩევს.
ესპანეთი იქნება ყველაზე პოპულარული ადგილი. ხოლო ტოპ 10-ში მოხვდებიან: საფრანგეთი, აშშ, ჩინეთი, მექსიკა, იტალია, თურქეთი, საუდის არაბეთი, ტაილანდი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, მალაიზია.
კვლევის მიხედვით, მოგზაურთა უმრავლესობა, ისევე როგორც 2019 წელს, ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან იქნება. თუმცა 2040 წელს ამ ნუსხას უკვე ინდოეთიც დაემატება.
კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, თუ რა ფაქტორები მოახდენს გავლენას ტურიზმზე. მათ შორის: ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა, რეალურ დროში თარგმანი. ტექნოლოგიების გარდა, სამოგზაურო ადგილის არჩევაზე გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება, ეკონომიკა და გეოპოლიტიკა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და სავიზო ბარიერების შემსუბუქება.