უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპირებს კიდევ ერთი An-225 Mriya ააგოს და პროექტი ომში დაღუპული პილოტების ხსოვნას მიუძღვნას.
ხუთშაბათს უკრაინელ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას მან გაიხსენა, რომ ერთ დროს გაჩნდა იდეა ამ უნიკალური თვითმფრინავის მეორე ასლის აგების შესახებ.
„ჩვენ გვინდოდა მისი აშენება, გვჭირდებოდა 800 მილიონი დოლარი. მე მივმართე თურქეთის პრეზიდენტს მეორე Mriya-ს აშენების წინადადებით, მაგრამ ფული ვერ მოვიძიეთ“, – განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, ამ შემთხვევაში საქმე ფულს კი არა, ამბიციას ეხება.
“ჩვენ “უკრობორონპრომმა“, Antonov-ის გუნდმა მოგვმართა. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯის საკითხი და ყველა შესანიშნავი პროფესიონალი მფრინავის, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ.