მთავარი ავიაკომპანიები აკ -ეარ ჯორჯია შიდა ავიარეისების შესრულებისთვის 2.3 მილიონიან კონტრაქტს მიიღებს

აკ -ეარ ჯორჯია შიდა ავიარეისების შესრულებისთვის 2.3 მილიონიან კონტრაქტს მიიღებს

600

ავიაკომპანია „აკ -ეარ ჯორჯია“ სუბსიდირებული შიდა ავიარეისების შესრულებისთვის 2.3 მლნ დოლარიან კონტრაქტს გამარტივებული შესყიდვით მიიღებს.

კომპანიასთან 5 თვის ვადით ხელშეკრულების გაფორმების ნებართვა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შესყიდვების სააგენტოს უკვე სთხოვა. უწყების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ გამარტივებული შესყიდვაში ჩართვის მოწვევა ყველა შესაბამის ავიაკომპანიას გაეგზავნა, თუმცა მხოლოდ „აკ -ეარ ჯორჯიამ“ გამოთქვა პროცესში მონაწილეობის სურვილი.

აღსანიშნავია, რომ ეს ავიაკომპანია უკვე ასრულებს მოთხოვნილ მიმართულებებზე ავიარეისებს, დროებითი 5 თვიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც კომპანიასთან 22 თებერვალს გაფორმდა. მიზეზი კი, 2017 წელს ავიაკომპანია „სერვისეართან“ არსებული 3 წლიანი, 5.31 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტის ჩაშლა იყო.

„გამომდინარე იქიდან, რომ სერვისეარი 2018 წლის 1 თებერვლიდან ფაქტობრივად ვეღარ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, შეწყდა შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება“, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ამ საქმეში არის ერთი საინტერესო დეტალიც. ავიაკომპანია „სერვისეირ-ServiseAir“-იც და „აკ-ეარ ჯორჯიაც“ ერთიდაიგივე პირს, ამირან მანჯავიძეს ეკუთვნის.

ავიაკომპანიამ რეისები უნდა შეასრულოს მესტია – ქუთაისი – მესტია, ნატახტარი – მესტია – ნატახტარი, ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით.

წყარო: GBC