None

Turkish Airlines-ის შვილობილმა ავიაკომპანია AJet-მა Dubai Aerospace Enterprise-თან (DAE) გააფორმა გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 10 ახალ Boeing 737 MAX 8 ტიპის თვითმფრინავს შეიძენს.

DAE-მ 2025 წლის 3 დეკემბერს დაადასტურა, რომ AJet-ი, რომელიც 2024 წელს AnadoluJet-ის რებრენდინგის შემდეგ ამოქმედდა, ახალ Boeing 737-8 თვითმფრინავებს 2026-დან 2027 წლამდემიიღებს.

AJet-ი მომდევნო 10 წლის განმავლობაში გეგმავს ფლოტის 200 თვითმფრინავამდე გაზრდას და ფრენების განხორციელებას 44 ქვეყანაში, რაც მოიცავს 42 შიდა და 80 საერთაშორისო მარშრუტს.

DAE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფიროზ ტარაპურმა (Firoz Tarapore), განაცხადა, რომ თურქეთი სწრაფად მზარდი ბაზარია და მისი კომპანია მოხარულია, რომ Turkish Airlines-მა AJet-ის მზარდი ფლოტის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სწორედ ისინი აირჩია.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დიდი ხნის მომხმარებელმა Turkish Airlines-მა აგვირჩია AJet-ის მზარდი ფლოტის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამ ახალი ტექნოლოგიური, საწვავის ეფექტური თვითმფრინავებით. თურქეთი სწრაფად მზარდი ბაზარია, სადაც ფრენების რაოდენობა 2025 წლის პირველ ნახევარში 5.7%-ით გაიზარდა, თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით,“ – აღნიშნა ფიროზ ტარაპურმა.
მან მადლობა გადაუხადა Turkish Airlines-სა და AJet-ს „DAE-ის მიმართ მუდმივი ნდობისთვის.

AJet-ის ცნობით, მისი ამჟამინდელი ფლოტი შედგება 83 თვითმფრინავისგან, მათ შორის არის:

  • 42 Boeing 737-800

  • 12 Boeing 737-8

  • 12 Airbus A321neo

  • 3 Airbus A320neo

  • 10 Airbus A321

  • 6 Airbus A320

ch-aviation-ის მონაცემებით, ამჟამად 56 თვითმფრინავი AJet-ს სველი იჯარით (wet lease) ჰყავს აღებული.

AJet-ის გაფართოების გეგმების ფარგლებში, ავიაკომპანიამ 2025 წლის ივლისში იჯარის ხელშეკრულება გააფორმა SMBC Aviation Capital-თან ხუთი Airbus A320neo თვითმფრინავზე. მას ასევე აქვს მოქმედი კონტრაქტი CDB Aviation-თან 12 ერთეულ 737-8-ზე, რომელთაგან ექვსი ამჟამად AJet-ის მიერ ოპერირდება.