ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელმა Airbus-მა თებერვალში 14 თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო, მაშინ როდესაც იანვარში შეკვეთების რაოდენობა 55 იყო.
ამგვარად, წლის დასაწყისიდან Airbus-მა მიიღო 69 თვითმფრინავის შეკვეთა. მაგრამ გაუქმების გათვალისწინებით, წლის დასაწყისიდან შეკვეთების რაოდენობა სულ 65 თვითმფრინავია.
სამაგიეროდ თებერვალში იანვართან შედარებით კომპანიის მიერ თვითმფრინავების მიწოდება გაიზარდა – 25 ერთეულიდან 40-მდე.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ასევე 65 თვითმფრინავი იქნა მიწოდებული.
Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. იგი შედგება Airbus SAS განყოფილებებისგან, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს და ასევე Airbus Defence and Space-სგან და Airbus Helicopters-სგან
Airbus Group-ის წმინდა მოგება გასულ წელს 12%-ით გაიზარდა და 4,232 მილიარდ ევროს შეადგინა.