ევროპული საჰაერო კოსმოსური კორპორაცია Airbus SE აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს BDS-ის, ფრანგული IT კომპანია Atos-ის კიბერუსაფრთხოების განყოფილების შესაძენად.
გარიგება ღირებულება შეიძლება იყოს 1,5-1,8 მილიარდი ევრო, ვალის ჩათვლით, განაცხადა Atos-მა Airbus-მა კი თავის მხრივ უკვე დაიწყო სათანადო ექსპერტიზის ჩატარება (ფინანსური მდგომარეობისა და ბიზნეს პერსპექტივების შეფასება).
Airbus-მა დაადასტურა, რომ მან გააკეთა არასავალდებულო შეთავაზება, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ due diligence საბოლოო გარიგებამდე მივა, წერს MarketWatch.
დაახლოებით ერთი წლის წინ Airbus-მა სცადა Atos-ის big data-სა და კიბერუსაფრთხოების ბიზნესის 30%-იანი წილის შეძენა. თუმცა გარიგება არ შედგა. ფრანგული მედია მაშინ წერდა, რომ Airbus არ იყო კმაყოფილი გარიგების ფასითა და სტრუქტურით.
Atos-მა ასევე განაცხადა, რომ იგი აგრძელებს მოლაპარაკებებს ჩეხური საინვესტიციო კომპანია EP Equity Investment-თან (EPEI) მისი Tech Foundations განყოფილების გაყიდვაზე. თუმცა, არ არსებობს გარანტიები, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება.
Atos-მა თქვა, რომ არ გამორიცხავს დამატებითი აქტივების გაყიდვის შესაძლებლობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ EPEI-სთან გარიგება არ შედგება.