Airbus-მა, შესაძლოა უკრაინაში წარმომადგენლობა გახსნას. აღნიშნულ დასკვნას უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის არსენ ავაკოვის კომენტარით აკეთებს, რომელიც Airbus Helicopters-ის ვიცე-პრეზიდენტს ოლივია მიშელონს შეხვდა.
“ოქსფორდში AirbusHeli-ს ვიცე-პრეზიდენტთან ერთად განვიხილე 2020 წლისთვის შსს-თვის ვერტმფრენების მიწოდებისა და ახალი სერვისცენტრის გაშვების საკითხი”, აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმითვე, შსს-ს სტრუქტურები Airbus-ის წარმომადგენლობისგან დამატებით 10 ვერტმფრენს მიიღებენ.
“გეგმაშია უკრაინაში Airbus-ის წარმომადგენლობის გახსნა”, დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის მიხედვით უკრაინის შსს-მ Airbus-ის მიერ წარმოებული პირველი ვერტმფრენი 2018 წლის დეკემბერში მიიღო.