მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა პროექტის Airbus Defence and Space ფარგლებში პრაქტიკაში შეძლო მთვარის ხელოვნური მტვრისგან (რეგოლიტი) ჟანგბადის მოპოვება.
ამისათვის კი მათ Airbus ROXY-ის ტექნოლოგია (Regolith to OXYgen and Metals Conversion) გამოიყენეს. ჟანგბადის გარდა, ის იძლევა ლითონებისა და თუნდაც სარაკეტო საწვავის წარმოების შესაძლებლობას.
ის იძლევა ლითონების გარდა, სარაკეტო საწვავის წარმოების შესაძლებლობასაც.
ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რეაქციისთვის საჭიროა მიღებული ლითონის ფხვნილს მშრალი ყინულის დამატება.
სპეციალისტები აღნიშნულ ტექნოლოგიას ორი წლის განმავლობაში ანვითარებდნენ. გასულ თვეში კი ლაბორატორიული ტესტების დროს მეცნიერებმა პირველ სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს.
“კოსმოსისთვის ეს წარმოუდგენელი მიღწევაა, რომელიც კაცობრიობას საშუალებას მისცემს დიდი ხნის განმავლობაში მთვარეზე იმყოფებოდეს”,- განაცხადა Airbus-ის კოსმოსური სისტემების განყოფილების ხელმძღვანელმა ჟანმარკნასრმა.
Airbus-ი ხაზს უსვამს, რომ ახალი ტექნოლოგია არ საჭიროებს სახარჯო მასალებს დედამიწიდან, გარდა ROXY-ის რეაქტორისა, რომლის პირდაპირ მთვარეზე მიტანის აუცილებლობა არსებობს. .
ასევე ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დედამიწაზეც – მას შეუძლია ლითონის წარმოების დროს სათბურების გაზის გამონაბოლქვი შეამციროს.