Airbus-მა ახალი თვითმფრინავის კონცეპტი წარმოადგინა, რომელიც ”მფრინავი ფრთის” – Maveric, სქემითაა აგებული.

ფიუზელაჟის ასეთი ფორმის გამო კი ნავარაუდებია, რომ საწვავის ხარჯი 20%-ით შემცირდება. 

მოდელი, რომლის სიგრძე 2 მეტრია და სიგანე 3.2 მეტრია, შედგება 2.3 კვ/მ მონოფრთებით და ორი რეაქტიული ძრავით თვითმფრინავის კუდში.

კონსტრუქცია არა მხოლოდ საწვავის ხარჯის 20%-ით ეკონომიას და СО2 გამონაბოლქვის შემცირებას აკეთებს, ასევე ხსნის ახალ შესაძლებლობებს სალონის განლაგების, პილოტების კაბინის, ელექტრონიკის და სხვა. 

“მფრინავი ფრთის” მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თვითმფრინავის მთლიანი ზედაპირი ამწევ ძალას ქმნის, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს თვითმფრინავის ტვირთამწეობა.

Airbus-ში მიიჩნევენ, რომ პროექტი MAVERIC ”მფრინავი ფრთის” სქემის მიხედვით  სამგზავრო თვითმფრინავის შექმნას არ გამოიწვევს, მაგრამ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ზოგიერთი რამ მართლაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პერსპექტიულ პროექტებში.

https://www.facebook.com/airbus/videos/2452414385010466/